» » სოციალური ინფრასტრუქტურა
სოციალური ინფრასტრუქტურა

სოციალური ინფრასტრუქტურა2005 წლიდან განჯის საავტომობილო ქარხნის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაშისოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის არა ერთი სამუშაო ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ საწარმოო ფართების გარდა, ავტოქარხანას ასევე გააჩნია კომუნალურ-საცხორევებლი
მეურნეობა, რომელიც მოიცავს ავტოქარხნის დასახლებას, 5 საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი, და 1 საცხოვრებელი კორპუსი და საერთო საცხოვრებელი,მდებარე გიულისტანის დასახლებულ პუნქტში. ავტოქარხნის დასახლებაში ცხოვრობს 797 მოსახლე, გიულისტანში კი 240 ადამიანი. საერთო საცხოვრებელში დასახლებულია 203 იძულებით გადაადგილებული ადამიანი, სომხების მიერ დაპყრობილი კელბეჯარადან. ქარხნის ხელმძღვანელობა მუდმივად ითვალისწინებს მიგრანტთა მოთხოვნილებებს და პრობლემებს, დაწყვეტს წამოჭრილ საკითხებს.

სოციალური ინფრასტრუქტურაკომპანიის თანამშრომლებისა და მუშების ცხელი საკვებით უზრუნველყოფისათვის, ქარხანაში ორგანიზებული სასადილო და საცხობი. კვება უფასოა.

სოციალური ინფრასტრუქტურაოჯახებისადმი სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკა

საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის, დასახლებასა და საერთო საცხოვრებელში ჩატარდა შესაბამისი საჭირო სამუშოები. 175 ბინა პრივატიზებული იქნა დასახლების მაცხოვრებლების მიერ. დასახლების ტერიტორიაზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშოები, აშენდა შადრევანი, შეიქმნა პარკი, ორგანიზებულია სპორტული მოედანი.
აქვე, მოსახლეობის მომსახურებისათვის მოწყობილია სასურსათო მაღაზია და პურის საცხობი.დასახლების სისუფღავეზე პასუხს აგებს საბინაო-კომუნალური სამსახური. დასახლება უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით, ელექტრო ენერგიით და წყლის სისტემით.

დასახლების ტერიტორიაზე მოქმედებს სატრანსფორმატორო სადგური, წყლის აუზი მოცულობით 1500 ტონა და
არტეზიული ჭა. გიულისტანში, საერთო საცხოვრებლის მოსახლეობისათვის ფუნქციონირებს სასადილო და ჩაიხანა. ასევე, არსებობს წყლის ავზი მოცულობით 120 ტონა და არტეზიული ჭა.

სოციალური ინფრასტრუქტურა


სოციალური ინფრასტრუქტურაქველმოწმედება

სოციალური ინფრასტრუქტურაამის გარდა, საწარმოს ბალანსზე იმყოფება საბავშვო ბაღი, სახლი სტუმრებისათვის, ჭადრაკის სკოლა და ბიბლიოთეკა.

ქარხანასთან არსებული საბავშვო ბაღი ქალაქში ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდისა და სწავლის პროცესი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. მშობლიურ ენის პარალელურად, ბავშვები ასევე სწავლობენ რუსულ და ინგლისურ ენას. ბავშვები აღიზრდებიან პატრიოტიზმისადმი სულისკვეთებითა და სამშობლოს სიყვარულით. აღმზრდელობით-სასწავლო პროცესში ჩართულები არიან პროფესიონალი მასწავლებლები და აღმზრდელები.ბავშვთა საერთორაოდენობა, რომლებიც ესწრებიან საბავშვო ბაღს, შეადგენს 36 ბავშვს. საწარმოს თანამშრომელთა ბავშვებისათვის ბაღში აღზრდა უფასოა, დასახლების მაცხოვრებლებისათვის გადასახადის 50%, ხოლო სხვა მსურველთათვის 100%-იანი გადასახადი.

სოციალური ინფრასტრუქტურა