» » განჯის საავტომობილო ქარხანა, ახლო მომავალში, აპირებს საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას თურქეთში.
განჯის საავტომობილო ქარხანა, ახლო მომავალში, აპირებს საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას თურქეთში.

განჯის საავტომობილო ქარხანა, ახლო მომავალში, აპირებს საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას თურქეთში.საქმიანობა მოიცავდეს იქნება თურქეთის ტერიტორიაზე მარკეტინგული ქსელის ორგანიზებას აზერბაიჯან-ბელორუსის საწარმოს „აზბელტრაქტორი“-ს ერთობლივი პროდუქციის რეალიზაციისთვის, აგრეთვე სერვის ცენტრების შექმნას „ბელორუს“-ის მარკის ტრაქტორების ტექნიკური მომსახურებისთვის. ჩატარებულმა მარკეტინგულმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ თურქეთის ბაზარზე ყოველწლიურად იყიდება დაახლოებით 36000 ტრაქტორი. მათგან, დაახლოებით 8-9 000 ტრაქტორი იწარმოება თვით თურქეთში, დანარჩენი კი მიეწოდება საზღვარგარეთიდან. არ ჩამოუვარდება რა საზღვარგარეთის ანალოგებს „ბელორუს“-ის მარკის ტრაქტორები, მნიშვნელოვნად იაფი ღირებულებისაა. რასთან დაკავშირებითაც არის რეალური შესაძლებლობები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წინსვლისათვის, რომელიც გამოშვებული იქნება „აზველტრაქტორ“-ში. აღსანიშნავია, რომ თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე გაყიდვების განსახორციელებლად, აუცილებელია ტექნიკის გაყიდვის შემდგომი სრული მომსახურება და პირობების შექმნა მათი რემონტისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.ამ საკითხების გადასაწყვეტად, განჯის საავტომობილო ქარხნის ხელმძღვანელობა დირექტორ ხანლარ ფატიევის, პირველი მოადგილის კამრან ნაზაროვისა და დამხმარე ამინა ალიევის სახით, ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში. ვიზიტის მიზანი იყო - პარტნიორული ურთიერთობის მოგვარება ერთ-ერთ თურქულ კომპანიასთან. განჯის საავტომობილო ქარხნის ხელმძღვანელობამ ჩაატარა მოლაპარაკებები დიდიხნის პარტნიორთან - კომპანია ATEŞPAR-სთან. კომპანიის გენერალურ დირექტორთან კამილ ბეიუკატეშლისთან შეხვედრის მსვლელობისას მიღწეულ იქნა შეთანხმება ქვეყნის ტერიტორიაზე მარკეტინგული ქსელისა და სერვის ცენტრების ორგანიზაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.