» » დღეს აზერბაიჯანში ბელორუსის საელჩოში შედგა ხელმოწერა
დღეს აზერბაიჯანში ბელორუსის საელჩოში შედგა ხელმოწერა

დღეს აზერბაიჯანში ბელორუსის საელჩოში შედგა ხელმოწერადღეს აზერბაიჯანში ბელორუსის საელჩოში შედგა ერთობლივი საწარმოს შპს „აზბელტრაქტორი“-ს წესდებისა და საწარმოს ხელმძღვანელის არჩევის შესახებ ოქმის ხელმოწერა მინსკის ტრაქტორის ქარხნის გენერალურ დირექტორ ალექსანდრ პუხოვსა და განჯის საავტომობილო ქარხნის დირექტორ ხანლარ ფატიევს შორის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში ბელორუსის რესპუბლიკის ელჩმა ნიკოლაი პაცკევიჩმა. აღვნიშნავთ, რომ 2009 წლის 5 მაის მინსკში ჩატარებულ ბელორუს-აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სხდომაზე შედგა ერთობლივი საწარმოს შპს „აზბელტრაქტორი“-ს სადამფუძნებლო ხელშეკრულების ხელმოწერა.

ერთობლივი საწარმოს დამფუძნებლები არიან განჯის საავტომობილო ქარხანა და მინსკის ტრაქტორის ქარხანა. შპს „აზბელტრაქტორი“-ს დირექტორად დაინიშნა განჯის საავტომობილო ქარხნის დირექტორის 1 მოადგილე კამრან ნაზაროვი. ის უხელმძღვანელებს საწარმოს, რომლის საწარმოო სიმძლავრე შეადგენს წელიწადში 8000 ტრაქტორის გამოშვება, მათი შემდგომი რეალიზაციისთვის მესამე ქვეყნებში. ძირითადი ბაზრის სახით გამოდის თურქეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. სადამფუძნებლო ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი საწარმო ორგანიზებული იქნება განჯის საავტომობილო ქარხნის ბაზაზე. იგეგმება მეტად მოთხოვნადი, აგრეთვე ტრაქტორების ახალი მოდელების აწყობა. გარდა მაგისა, „აზბელტრაქტორი“ აწარმოებს 35-40% ტრაქტორის კომპლექტებსა და სათადარიგო ნაწილებს ადგილობრივ პირობებში. ამავე დგეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ მიიღოს მინსკის ტრაქტორის ქარხნის გენერალური დირექტორი ა. პუხოვი, განჯის საავტომობილო ქარხნის დირექტორი ხ. ფატიევი.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდა, აზერბაიჯანში ბელორუსის ელჩი ნ. პაცკევიჩი. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აზერბაიჯანსა და ბელორუსს შორის ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობა, კერძოდ, ერთობლივი საწარმოს „აზბელტრაქტორის“ მომავალი საქმიანობის შესახებ.