» » შედგა სადამფუძნებლო ხელშეკრულების ხელმოწერა
შედგა სადამფუძნებლო ხელშეკრულების ხელმოწერა

შედგა სადამფუძნებლო ხელშეკრულების ხელმოწერადღეს, მინსკში ბელორუს-აზერბაიჯანის მთავრობებს შორის კომისიის ჩატარებულ მეხუთე სხდომაზე შედგა განჯაში ერთობლივი საწარმოს „აზბელტრაქტორ“-ის შექმნის შესახებ სადამფუძნებლო ხელშეკრულების ხელმოწერა.

დღეს, მინსკში ბელორუს-აზერბაიჯანის მთავრობებს შორის კომისიის ჩატარებულ მეხუთე სხდომაზე შედგა განჯაში ერთობლივი საწარმოს „აზბელტრაქტორ“-ის შექმნის შესახებ სადამფუძნებლო ხელშეკრულების ხელმოწერა. ამ საწარმოს დამფუძნებლები არიან ბელორუსის მხრიდან - მინსკის ტრაქტორის ქარხანა, აზერბაიჯანის მხრიდან კი - განჯის საავტომობილო ქარხანა.

ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზანია ტრაქტორების წარმოება და აწყობა, სასერვისო მომსახურება, რემონტი, გაყიდვა, მარკეტინგი, აგრეთვე მათი სხვადასხვა მაკომპლექტებელი და სათადარიგო ნაწილების წარმოება. ეს ორგანიზებული იქნება განჯის საავტომობილო ქარხნის ბაზაზე.

საწარმოს წარმოებითი სიმძლავრე ტოლი იქნება 8 000 ტრაქტორის გამოშვება წელიწადში, მათი შემდგომი რეალიზაციისთვის თურქეთში, ირანში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ერთობლივი საწარმოს შექმნა საშუალებას მოგვცემს გაიხსნას ასობით სამუშაო ადგილი და გამყარდეს განჯის საავტომობილო ქარხნის საქმიანობა.